დინასტიური ორდენები

1799 წლის 10 მაისს, ბატონიშვილმა იონემ წარუდგინა თავის მამას, საქართველოს უკანასკნელ მეფე გიორგი XII-ს გეგმა რაინდული ორდენების დაარსებისა. გეგმა ითვალისწინებდა ოთხი სხვადასხვა ხარისხის სამეფო ორდენის დაარსებას, თუმცა ეს გეგმა სამწუხაროდ ვერ განხორციელდა, რადგან ამას მალევე მოჰყვა მეფე გიორგის გარდაცვალება და რუსეთის მიერ უკანონოდ საქართველოს სამეფო ტახტის გაუქმება.
დღეს, თითქმის ორასი წლის თავზე, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ბატონიშვილმა ნუგზარმა, მასზედ არსებული დე იურე სუზერენული უფლებით დააარსა ”საქართველოს სამეფოს გვირგვინის ორდენი” და ამით, შეიძლება ითქვას, ხორცი შეასხა თავის წინაპართა სანუკვარ ოცნაბას.