ახალი ამბები

__________________________________

__________________________________

__________________________________

2013 წლის 8 დეკემბერს, ტელეკომპანია ”საქართველოს ტელევიზიის” დარბაზში აღინიშნა ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, სასიქადულო მამულიშვილის რეზო ჩხეიძის იუბილე.
იუბილეს ესწრებოდნენ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწენი, კინორეჟისორნი, მწერალნი, ხელოვნებათმცოდნენი, ჩოხოსანნი და სხვა.

 

ბატონი რეზო ჩხეიძის უზარმაზარი ღვაწლი ქართული ფილმისა და ზოგადად ხელოვნების წინაშე, დიდი პატივისცემით აღნიშნა საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ბატონიშვილმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად ესწრებოდა ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებას.
ბატონიშვილმა ნუგზარმა ბატონ რეზო ჩხეიძეს, ქართველი ერის წინაშე დიდი დამსახურებისათვის, მიანიჭა საქართველოს სამეფოს გვირგვინის ორდენის დიდი ჯვრის რაინდობა, ამით გამოხატა, როგორც საქართველოს სამეფო ოჯახის, ისე მთელი ქართველი ერის მადლიერება მის მიმართ.

 

__________________________________

2013 წლის 7 დეკემბერს, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ბატონიშვილმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, ქვეყნის წინაშე მრავალგზის დამსახურებებისა და ღვაწლის დაფასების მიზნით, საქართველოს სამეფოს გვირგვინის ორდენის მანდილოსნობა მიანიჭა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონსა და მსოფლიოში პირველ დიდ მაგისტრ ქალბატონს ჭადრაკში, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს.
ინვესტიტურის ცერემონიალი ჩატარდა დარეჯანის სასახლეში, რომელსაც უძრვებოდა სამეფო სახლის მეთაური ბატონიშვილი ნუგზარი და მისი მემკვიდრე ბატონიშვილი ანა ნუგზარის ასული. ცერემონიალს ასევე ესწრებოდა საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის მეუღლე, სამეფო უმაღლესობა ლეილა ყიფიანი და საქართველოს თავადაზნაურთა წარმომადგენლები.

 

7 დეკემბრის ცერემონიალზე საქართველოს სამეფოს გვირგვინის ორდენის რაინდობა მიენიჭათ ქართული საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენლებს.

სამეფო ორდენის დიდი ოფიცრის კავალრობა მიენიჭა 1996-2003 წლებში საქართველოს შინაგანი ჯარების სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი შერვაშიძესა და ცნობილ ქართველ მწერალსა და ფილოლოგს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს ლაშა თაბუკაშვილს.

 

__________________________________

 2013 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი ეწვია თბილისის № 202 უსინათლოთა სკოლას.
სამეფო ტახტის მემკვიდრემ სკოლის მოსწავლეებს გადასცა წინასწარმეტყველისა და სასწაულთმოქმედი წმ. მატრონას ხატები და სკოლისათვის საჭირო გარკვეული ნივთები.
სკოლის მოსწავლეებმა სპეციალური კონცერტი მიუძღვნეს ბატონიშვილ ნუგზარს, რითაც გამოხატეს საკუთარი მადლიერება სამეფო სახლის მეთაურის მიმართ.

 

_________________________________________________

ერეკლეობა

ერეკლე მეფის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს სვეტიცხოველში სრულიად საქართველოს პათოკოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღასრულა. ცერემონიას დაესწრო სამეფო ოჯახი.

_________________________________________________

უფლისწულის ნათლობა სვეტიცხოველში

2013 წლის 3 ნოემბერს გიორგი ბაგრატიონის ნათლობის ცერემონია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღასრულა. გიორგის ნათლიები - ლევან ვასაძე, მიხეილ ახვლედიანი და უფლისწულის ბიძები - გურამ და ირაკლი ბაგრატიონები გახდნენ .

 

_________________________________________________

პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო თბილისში

კონცერტს დაესწრო უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II და საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი

ბატონიშვილს თან ახლდა სამეფო კანცელარიის უფროსი ბატონი კახა ქორიძე

---------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------

როგორც სამეფო სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სამეფო სახლი “ქართულ ოცნებას” გამარჯვებას ულოცავს.

ვულოცავ ქართველ ერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და კოალიცია “ქართულ ოცნებას”, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებას. ავღნიშნავ, რომ ეს გამარჯვება მოპოვებულ იქნა არათანაბარ საარჩევნო პირობებში. ამ არჩევნებით ქართველმა ერმა გამოხატა თავისი კურსის ურყეობა დემოკრატიის მაღალი ფასეულობების მიმართ. უფალი იყოს ჩვენი შემწე და მფარველი.”- ნათქვამია სამეფო სახლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

opinion.ge

 

საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის თანამშრომლები

ვულოცავთ

საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს, ბატონიშვილ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისდა მის სამეფო ოჯახის წევრებს,

შვილიშვილის, პატარა გიორგის დაბადების დღეს.

ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას და ბედნიერ ცხოვრებას.

ღმერთს შევთხოვთ, რომ პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაულს მოვლენილი პატარა გიორგი აღიზარდოს ჭეშმარიტ მამულიშვილად და ვიმედოვნებთ, რომ იგი გახდება მისი სახელოვანი მეფე-წინაპრების ღვთივკურთხეული სამეფო ტახტის ღირსეული მემკვიდრე.

საქართველოს სამეფო სახლის კანცელარია, 27.09.2012.

____________________________________________________________



საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი მიმართვას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.


"ძვირფასო თანამემამულეებო! თავს მოვალედ ვთვლი მოგმართოთ იმ საყოველთაო აღშფოთების ფონზე, რითაც გამსჭვალულია დღევანდელი საზოგადოებრივი ატმოსფერო და რომელიც გამოწვეულია პენიტენციარულ სისტემაში მომხდარი იმ შემაძრწუნებელი ფაქტებით, რაც საჯარო გახადა მედიამ.

სამეფო სახლი უმკაცრესად გმობს იმ დანაშაულს, რომელიც არა მარტო ცდება ზნეობრიობის საზღვრებს, არამედ ატარებს იმ ნიშნებს, რომლებიც განეკუთვნება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიას. დამნაშავეთა, მათ ხელშემწყობთა და მფარველთა კანონის შესაბამისად უმკაცრეს დასჯას, სამართლიანობის მოთხოვნის საპროტესტო ტალღას ჩვენ გულწრფელად ვუერთდებით.

ყოველივე ამან კიდევ უფრო დაძაბა ისედაც მძიმე საარჩევნო გარემო, გაამწვავა ვნებები, გააშიშვლა საზოგადო ტკივილები, შექმნა სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება.

ამასთან, საზოგადოებას ზოგადად და, კონკრეტულად, პოლიტიკურ ორგანიზაციებს და არსებულ ხელისუფლებას მოვუწოდებთ და ვაფრთხილებთ, რომ საჭიროა მეტი თავშეკავება, მეტი თვითკონტროლი, რათა ემოციებმა არ გვიბიძგონ რადიკალური ქმედებებისკენ, რაც აშკარად ჩაშლის მოახლოებულ არჩევნებს. ეს კი დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

მხოლოდ არჩევნებით, ხალხის ნებით, დემოკრატიული, თავისუფალი ნების გამოხატვით უნდა მივაღწიოთ უმთავრეს მიზანს – ახალი, დემოკრატიული თავისუფალი, ძლიერი საქართველოს აშენებას.

ქართველი ხალხი, რომელსაც მრავალი ქარტეხილი გადაუტანია, არის ღირსი იმისა, რომ ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რასაც ის იმსახურებს და როგორიც მას უნდა!

ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი", - აღნიშნულია მიმართვაში.

© გაზეთი კვირის პალიტრა  


News.Ge

 

-------------------------------------------------------------------------------------------

კეთილშობილი და გაკეთილშობილი ოჯახების ისტორია და იკონოგრაფია
კეთილშობილი და გაკეთილშობილი ოჯახების ისტორია და იკონოგრაფია

გომოიცა ბატონ ვიტო კატერინი დი კასტელ დი მირტოს წიგნი “კეთილშობილი და გაკეთილშობილი ოჯახების ისტორია და იკონოგრაფია”. წიგნში (17X24 cm), რომელიც 200 ზე მეტ გვერდს მოიცავს, მოთავსებულია კეთილშობილი(თავადური) და გაკეთილშობილი გვარების ღერბების ფერადი ილუსტრაცია/აღწერილობა და მოკლე ისტორია.

იტალიურ ენაზე გამოსული წიგნში პირველივე გვერდები ეთმობა გრიმალდის, სავოია და ბაგრატიონ-გრუზინსკების მონარქიულ ოჯახებს და მათ ღერბებს. მოყვანილია აგრეთვე სხვა ოჯახების ჰერალდიკური აღწერილობა და ღერბების ილუსტრაცია.

The illustrated book "History and Iconography of Noble and ennoble Families", published by the publishing house NordSud and produced by N.H. Dr. Vito Caterini (passionate and experienced scholar of heraldry and orders of chivalry). In the valuable publication there are collected numerous coats of arms in color, including those of families: Aliprandi, Crociani Baglioni, Comneno, Ganassini, Jonghi Lavarini, Lupis Macedonio, Romei Longhena e Zoia. The book's content initiates by the Coat of arms of the Princely families of Grimaldi, Savoia and Bagration-Gruzinsky. The volume (17x24 cm) of more than 200 pages, can be obtained directly from the author and will be shipped by cash on delivery.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქართული სამეფო სახლის მეთაური, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი
მის უწმინდესობას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს
გილოცავთ დამდეგ ახალ, 2012 წელსა და ქრისტეს შობის დღესასწაულს.
თქვენო უწმინდესობავ!
გამოვხატავ რა თქვენდამი ღრმა პატივისცემას, მინდა, მადლობა გიძღვნათ იმისათვის, რომ 2011 წლის ნოემბერში უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მოსკოვში ვიზიტის დროს კვლავ იქნა განხილული ქალაქ ასტრახანში დაკრძალული ჩემი წინაპრების – მეფეების – ვახტანგ VI-ის (1675-1737 წწ.) და თეიმურაზ II-ის (1700-1762 წწ.) სამშობლოში – საქართველოში გადმოსვენების საკითხი, რასაც მიესალმებიან როგორც ჩემი სამეფო ოჯახის წევრები, ისე ბაგრატიონთა მთელი გვარი და ქართველი ხალხი.
იმედს გამოვთქვამ, რომ უფლის შეწევნითა და თქვენი ხელშეწყობით ქართველი მეფეების ანდერძი მალე აღსრულდება. აგრეთვე, თქვენი ყურადღება მსურს, მივაპყრო მოვლენებს, რომლებიც უკავშირდება XVII-XVIII სს. ქართულ პანთეონს ქ. მოსკოვში, საპატრიარქო სამონასტრო ეკლესიის – ვსეხსვიატსკოეს ტაძრის ტერიტორიაზე (რომელიც 1733-1736 წლებში დარია არჩილის ასულმა ბაგრატიონმა დააარსა). აქ სამეურნეო ნაგებობათა მართლმადიდებლობისათვის მიუღებელი მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს რუსულ-ქართული კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას. გთხოვთ, გაიზიაროთ ჩვენი გულისტკივილი და სათანადო ზომები მიიღოთ.
წინასწარ გიძღვნით მადლობას.
ჩვენთან არს ღმერთი!

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------